ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროს მაკო ბიგვავასთან რაიმე ინციდენტის არსებობას უარყოფს.
„არავითარი ინციდენტი არ ყოფილა. მე და მაკოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. მისი გადაწყვეტილება პროფესიულია. მაკო ჩვენი გუნდისწევრი არის, იყო და მომავალშიც დარჩება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა.
კომენტარები