რუსეთში, ერთ-ერთ ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი რადი ხაბიროვი ავრცელებს.
აფეთქება რუსეთში, ბაშკორტოსტანის რეგიონში, ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე ასაფეთქებელი მასალების ქარხანა „ავანგარდში“ მოხდა.
ხაბიროვის თქმით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი იყო. ხაბიროვის თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები