აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ვენესუელაში ნარკოტიკული საშუალებებს გადამტან წყალქვეშა ნავზე იერიში მიიტანა. მისივე თქმით, დაღუპულია ორი ადამიანი.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ძალიან დიდი წყალქვეშა ნავის განადგურება, რომელსაც ნარკოტიკები შეერთებული შტატებისკენ მიჰქონდა. აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ეს წყალქვეშა ნავი ძირითადად ფენტანილით და სხვა უკანონო ნარკოტიკული საშუალებებით იყო დატვირთული. ბორტზე მყოფი ოთხი ცნობილი ნარკოტერორისტიდან ორი დაიღუპა. სულ მცირე, 25 000 ამერიკელი დაიღუპებოდა, თუ ამ ნავის ნაპირზე გამოსვლას დავუშვებდი. ჩემი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ნარკოტერორისტების მიერ უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობას, ხმელეთით თუ ზღვით“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
კომენტარები