სეულისკენ მიმავალი Air China-ს სამგზავრო თვითმფრინავის პილოტები იძულებულნი გახდნენ საგანგებო დაშვება განეხორციელებინათ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ხელბარგში ლითიუმის ელემენტი აალდა.
ავიაკომპანიისა და ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებების თანახმად, ხანძარი გაჩნდა CA139 რეისზე.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ “ელემენტი მოულოდნელად აალდა”.
ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელებულ და NBC News-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ბორტზე გაჩენილი ცეცხლი. მგზავრებმა ადგილობრივ მედიასთან მომხდარზე საუბრისას თქვეს, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგონეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები