სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა, ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, მილორად დოდიკს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.
ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დროებითი პრეზიდენტი ერთი თვის განმავლობაში იქნება. ის დოდიკის ახლო მოკავშირეა, ხოლო ახალი არჩევნები 23 ნოემბერს ჩატარდება.
კომენტარები