შვედეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის შესაკავებლად ევროპა ომის რეჟიმზე უნდა გადავიდეს. გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში პოლ იონსონი რუსული დრონების მიერ ევროპის საჰაერო სივრცეების დარღვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების შემთხვევაში საკადრისი პასუხის გაცემაა აუცილებელი.
„თუ გვსურს მშვიდობის შენარჩუნება, ომისთვის უნდა მოვემზადოთ – როგორც მორალურად, ისე სამხედრო ძალით. საჭიროა მენტალიტეტის ცვლილება. აღარ არის კომფორტის დრო. უნდა გადავიდეთ ომის რეჟიმში, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთი სისტემატურად ცდის ჩვენს ერთიანობას, ამიტომაც უნდა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და საპასუხო დარტყმის მიყენება. უნდა შევიმუშაოთ სამხედრო ნაბიჯები, როგორც რუსული ესკალაციის, ისე ჰიბრიდული ოპერაციების და ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.