პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას უპასუხა.
„ხშირად კეთდება ხოლმე სამწუხაროდ, არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ნამდვილად ხელს არ უწყობს კონსესუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. მე პრეზიდენტის განცხადებებზე აღარ გავაკეთებ კომენტარებს. აქედან გამომდინარე, დღეს მე მოვერიდები რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას. დანარჩენი არის სპეკულაციები. დანარჩენი არის, სამწუხაროდ, არასერიოზული საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები