ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები
