ვფიქრობ, ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიაგარემოს საქართველოში და აქ არის ყველაზე თავისუფალი მედიაგარემო რეგიონში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს და ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას“, – განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები