შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ტელეკომპანია „იმედის“ საერთაშორისო პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეები შეუერთდნენ.
აღნიშნული კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, არასამთავრობო სექტორისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
კომენტარები