„ქვეყანას შედარებით ჰუმანური და ადამიანების გამოჯანმრთელებისკენ მიმართული ნარკოპოლიტიკა სჭირდება“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.მისივე შეფასებით, ნარკოპოლიტიკის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობს, რომელიც საკმაოდ რეპრესიულია. ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ნორმალური რამ არის, რაც არა მხოლოდ ნარკოპოლიტიკის თემას შეეხება, არამედ საარჩევნო სისტემასაც.„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, არის განსხვავებული პოზიციები. უახლოეს დღეებში, ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება, ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურად შეცვლის მიმართულებით. ამიტომ მალე ახალი კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. კონსულტაციებს ვმართავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
არსებული ინფორმაციით, “კონსერვატორები” ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მხარს არ უჭერენ.
“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირებას ვაპირებთ “
2017/06/12 18:20:08
ნანახია: 1038 ჯერ