თვითონ როგორც ამბობენ ათასობით ადამიანი იყო აქციაზე, ამ ადამიანებში ყველა ჯანმრთელი ხომ არ იქნებოდა შერჩეული სპეციალურად, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ თავიანთი დაავადებებით და ყველაფრით, იმათზე ნამდვილად იმოქმედებდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ტოქსიკოლოგმა თემურ კობიძემ BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებზე შესაძლებელი იყო მიმდინარე ქრონიკული ფონის დაავადებების გამწვავება, რაც პროცენტული შეფარდებით ყველგან ხდება ხოლმე.
„ეს ინფორმაცია რომ რეალური ყოფილიყო, რამდენიმე წუთში დამთავრდებოდა ყველაფერი, იქნებოდა ათეულობით გვამი, ასეულობით მოწამლული. გადავსებული უნდა ყოფილიყო ყველა საავადმყოფო, როგორც 1989 წლის 9 აპრილს. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი არ მოხდა. აბა, რომელ ქიმიურ იარაღზეა ლაპარაკი შედეგიდან გამომდინარე?“, – აღნიშნა თემურ კობიძემ.
