„იმედის“ მაყურებელმა დღეს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მე-5 ეპიზოდი იხილა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა: სიმინდი, ფარშევანგი, მინოტავრი, ლაზიერი და ბროწეული წარსდგნენ.
მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: მინოტავრი, ლაზიერი, ბროწეული დაფარშევანგი. შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან – სიმინდი და ქურუმი, ჟიურიმ მეგაშოუში ქურუმი დატოვა.
სიმინდის ნიღაბი ნუგზარ კვაშალს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.
