ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო პირს, ევროპის ჩემპიონს ბექა ცქიფურს ერთი წლის წინ ჩადენილ “დანაშაულს” უცოცხლებენ.
“დანაშაულის” არსი:
ერთი წლის წინ, ტელედებატების შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერ ზვიად კუპრავასა და სააკაშვილის რეჟიმთან მრავალი წლის მანძილზე დაპირისპირებულ ადამიანებს შორის შელაპარაკება მოხდა! ზვიად კუპრავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დებატებში მონაწილეებს, – თქვენც და თქვენს ბიძინასაც მალე ცოცხებს გაგიკეთებთო. კუპრავამ პასუხი მიიღო- სილა გააწნეს!
ერთი წლის შემდეგ, კუპრავას ცემის გამო ბექა ცქიფურს აკავებენ და “დანაშაულს” უცოცხლებენ.
ბექა ცქიფური ავღანეთის მისიაში ორჯერ ნამყოფი ქართველი მეომარია.
ბექას სასამართლო პროცესი ხვალ, 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული, მაგრამ ზუსტი დრო არ ხმაურდება.
რა უნდა ვიფიქროთ, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეების გასამართლების ნაცვლად, ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მოქალაქეების დასჯა დაიწყო?! სილის გაწვნა კი არა, კუპრავას პოლიტიკურმა პატრონებმა ქვეყნის მიწების 22%-ი დაკარგეს და ათასობით ადამიანის მომავალი მოსპეს წამებით, წართმევით, დარბევით მკვლელობებით. სილის გაწვნის გამო, მეომარ კაცს როგორ ასამართლებთ?!”.