განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
“მთავრობაში იგეგმება ერთადერთი საკადრო ცვლილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახი კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ, ასევე არ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის.
კომენტარები