საქართველოს პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე მწვავე კამათი იყო.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ სერგო რატიანმა უმრავლესობა დაწყევლა.
„ბატონი სერგო რატიანისგან მივიღეთ ლიბერალიზმის წყევლა, დაგვწყევლა, ფაქტობრივად გვითხრა, რომ იმ მორატორიუმით, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ ქვეყანაში, რითაც ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებას, რომ მათ შეძლონ უპატრონონ, მოუარონ და მიიღონ მაქსიმალურად ის სიკეთეები, რაც შეიძლება ქართული მიწისგან, სოფლის მეურნეობისგან მიიღოს ქვეყანამ,“ – განაცხადა გიგა ბუკიამ.
კომენტარები