თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია, ამჟამად მის დასაკავებლად ინტენსიური ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი 24 ივნისს მოკლეს. ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, ათამდე გასროლა განხორციელდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები