გურამიშვილის გამზირზე რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია.
მათივე განმატებით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და მიმდინარებს მუშაობა მათ დასაკავებლად.
„თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად“, – განაცხადეს შსს-ში,
გურამიშვილის გამზირზე, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” გუშინ ოთხი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 1 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 – მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება.
ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. თუმცა, სასწავლებლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი დაცვის სამსახურს იარაღი არ აქვს.