აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა, ქალაქ პალერმოს მერთან რობერტო ლაგალასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
მთავრობის თავმჯდომარე, ასევე იმ იტალიური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც 1994-2007 წლებში, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით, აფხაზეთიდან დევნილ 800-მდე მოზარდს უმასპინძლეს და სიტყვით გამოვა Teatro Don Bosco-ში, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წარმომადგენელი იმყოფებიან.
