რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს, სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
კომენტარები