დედოფლისწყაროში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კაცი, 42 წლის ლევან მელიქიშვილია.
მელიქიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თვითნებურად დამონტაჟებული კუსტარული გაზის ღუმელის აფეთქების მსხვერპლი გახდა.
დედოფლისწყაროს გაზის კომპანიის დირექტორის, თემურ გოგილაშვილის განმარტებით, გამათბობლის თვითნებური მონტაჟის შესახებ კომპანიისათვის მხოლოდ შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი.
დაზარალებული მამაკაცი კატასტროფის სამსახურის ჯგუფმა რაიონული კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ლევან მელიქიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომენტარები
