„საჯარო სამსახურის რეფორმა შეეხება ადამიანებს, ამიტომ აქ სიჩქარე, ჩემი აზრით, არ იქნება გამართლებული“, -ასე პასუხობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “აიდიეფაის”კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა შეფერხებით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, რამდენი დროც დასჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, იმდენ დროს გამოიყენებენ.
“რეფორმა რომ მიმდინარეობს, ეს ძალიან სასიხარულოა, ესე იგი, მივიწევთ წინ. რაც შეეხება შეფერხებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ასეთი ჩვევა, რომ ერთ დღეში გვინდა რაღაცები გაკეთდეს, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ ხდება. საჯარო სამსახურის რეფორმა შეეხება ადამიანებს, ამიტომ აქ სიჩქარე, ჩემი აზრით, არ იქნება გამართლებული. საუბარია ადამინების თანამდებობრივ პოზიციებზე, ანაზღაურებაზე და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ, ვფიქრობ,რამდენი დროც დაგვჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, იმდენი დრო უნდა გამოვიყენოთ”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“საჯარო სამსახურის რეფორმა შეეხება ადამიანებს, ამიტომ აქ სიჩქარე, ჩემი აზრით, არ იქნება გამართლებული”
2017/06/29 14:01:09
ნანახია: 1099 ჯერ