პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ ის ენერგეტიკის სფეროში კომპეტენტური არ არის.
„როგორც სპეციალისტის, მე კანდიდატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვეწინააღმდეგები იმას, თუ ვინ შეარჩია ასეთი კანდიდატი. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წევრების დიდი ნაწილი უნდა იყოს ენერგეტიკის სპეციალისტი.
ჩემი აზრით, პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია და მთავრობა, იმის გამო, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობაა და სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, რომ ქმედუუნარო არ გახდეს მარეგულირელი კომისია, დაეთანხმა ამ კანდიდატს“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
რევაზ არველაძე – ჩემი აზრით, პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია
2017/06/29 18:17:34
ნანახია: 1330 ჯერ