საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის მომავალ კანდიდატს, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის შესახებ ქანთარიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„მე მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან. ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული კახას მხრიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს.
მისი ფეხბურთის ვარსკვლავობა დაგვავიწყა ყველას, იმდენად სწრაფად მოახერხა მან, როგორც პოლიტიკოსმა პერსპექტივაში ზრდა. თვალსაჩინოა, როგორც მინისტრი, როგორც პოლიტიკური ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, როგორც თბილისის მერი, წარმატებული იქნება“, – აღნიშნა ქანთარიამ.
კომენტარები