ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუდმივ კომუნიკაციაშია მეწყრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან. დავით კუბლაშვილი სასტუმროში დაბინავებულ ოჯახებს შეხვდა და მათ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ.
სასტუმროებში განთავსებულ ოჯახებს, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო კვლევები კვლავ უტარდებათ და საჭირო მედიკამენტები მიეწოდებათ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ ვითარებას.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 45 ოჯახი ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში ამ დრომდე რჩება.
კომენტარები
