რა ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც მეწყერი განვითარდა – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც გამოიკვეთა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისათვის მეწყერი სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. პირველადი დასკვნა და რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სოფელში გადაადგილება აკრძალულია.
ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ. ადგილზე მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი.
სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები
