ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არსებული პირდაპირი კომუნიკაციის არხი უკანასკნელ დღეებში გააქტიურდა. ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შინაარსიანი შეტყობინებები გაცვალეს ერთმანეთში არაღჩიმ და უიტკოფმა, მაგრამ ეს იყო პირველი პირდაპირი კონტაქტი მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ომი დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ თავად არაღჩიმ აღნიშნული კონტაქტი უარყო და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩემი ბოლო კონტაქტი ბატონ უიტკოფთან მოხდა მანამ, სანამ მისმა დამსაქმებელმა დიპლომატიაზე უარის თქმა ირანზე კიდევ ერთი უკანონო თავდასხმით არ გადაწყვიტა“, – დაწერა არაღჩიმ.
თუმცა, ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუის.
გარდა ამისა, როგორც ამერიკელი ჩინოვნიკი ამბობს, არაღჩი უიტკოფს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, რომლებშიც დიდი ყურადღება ომის დასრულებას ეთმობოდა.
