იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმთა ბაირამობის დღესასწაულზე 60 წლის განმავლობაში პირველად დაიხურა.
ისრაელის ხელისუფლებამ მეჩეთი ირანთან ომის დაწყებისას „უსაფრთხოების მიზეზების“ გამო დახურა.
„სიენენის“ ცნობით, კარიბჭე პარასკევს დალუქული დარჩა, რაც მლოცველებს აიძულებდა, რაც შეიძლება, ახლოს ელოცათ მის წმინდა ტერიტორიაზე.
„ამ უპრეცედენტო შეზღუდვამ ათასობით პალესტინელს ხელი შეუშალა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში ისლამის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას“, – განაცხადა პალესტინაში ეკლესიის საქმეთა უმაღლესმა საპრეზიდენტო კომიტეტმა.
„სიენენის“ მიერ პარასკევს მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბის ხალხი მუსლიმთა წმინდა ადგილის მახლობლად მდებარე ქუჩიდან, რადგან გზაზე კვამლია. მედიის ცნობით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია კვამლის წარმოქმნა.
