ირანში აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ დაბომბვებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერი, ალი მოჰამად ნაინი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ნაინი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერად 2024 წლიდან მუშაობდა. ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ნაინი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ირანში რაკეტების წარმოება შეუძლებელი გახდა, უარყოფდა.
კომენტარები
