აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან კონფლიქტში წარმატებით მოქმედებს.
„ორი კვირის წინ მათ ჰყავდათ საზღვაო ძალები, ახლა აღარ ჰყავთ, ყველაფერი ზღვის ფსკერზეა. ორი დღის განმავლობაში 58 გემი განეიტრალდა და ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო საზღვაო ძალები. შედარებაც კი არ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს პრაქტიკულად აღარ დარჩა სამხედრო შესაძლებლობები და არც ლიდერები ჰყავს.
„ლიდერები გაქრნენ, მომდევნო ლიდერებიც გაქრნენ და მომდევნო თაობის ლიდერებიც თითქმის გაქრნენ. ახლა არავის უნდა იქ ლიდერობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის სამხედრო ძალებზე საუბრისას, მათ შორის ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციებზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „არ მეგონა, რომ მას ასე ხშირად გამოვიყენებდი, მაგრამ მიხარია, რომ ის აღვადგინე“.
