„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდებიან. გაიმართება დისკუსიები.
ორგანიზაციამ შეხვედრები ახალგაზრდებთან დღეს ბათუმიდან დაიწყო.
„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა.
