პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე. აღინიშნა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ წარადგენს ღირსეულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს ეფექტიან საქმიანობას.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელმაც კოლეგებს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისა და მრავალწლიანი მუშაობისთვის.






კომენტარები
