„ხალხის ძალის“ საპარლამენტო ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში 6 მუნიციპალიტეტში მათი პარტიის საკრებულოს წევრებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა, როგორც ადგილობრივ ასევე ზოგად პოლიტიკურ პრობლემებზე, და პარტიის შემდგომ ეტაპებზე.
აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი ოფისების შექმნასა და გაძლიერებას და 2028 წლის არჩევნების სამზადისს.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე ეს აქამდე იყო, რომ ადგილობრივი პრობლემების მართვაშიც მივიღოთ უშუალო მონაწილეობა, დავეხმაროთ ჩვენს წევრებს და ასევე შევარჩიოთ პარტიული ოფისები, ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ აქტივობაში და, რა თქმა უნდა, მოვემზადოთ შემდეგი, 2028 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
