„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ, უდუმაშვილმა დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საარჩევნო შტაბის ოფიციალურად გახსნის დროს განაცხადა.
უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში სრული მობილიზაციაა, რომ მან დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადასარჩენად.
მისივე თქმით, საარჩევნო შტაბის კარი ღიაა ყველასთვის 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და საკუთარი მოსაზრებებისა და პრობლემების გაცნობა.
კომენტარები