რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერ აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს.
“რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერ აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, შეხვედრაზე საკუთარ პოზიციას ბერშუეთის ბანერის საკითხზე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დააფიქსირებს.
“მე ამის შესახებ მექნება საუბარი კარასინთან. აუცილებლად ხაზგასმით ვეტყვი, რომ ეს არის მიუღებელი. როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ასევე, როგორც პრემიერის წარმომადგენელს ჩვენ აქ ჩვენი მანდატები გვაქვს. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ეს სერიოზულ რისკებს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.