შალვა ნათელაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი მათი პარტიის მოკავშირედ დაასახელა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მათ შესახებ სიუჟეტები იბლოკებოდა, ისინი რეკავდნენ უდუმაშვილთან და პრობლემა მოგვარებული იყო. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა გადაცემა რეაქციაში ჩართვისას განაცხადა.
“არ დაგიმალავთ ზალიკო იყო ჩვენი იმედი მაგ ტელევიზიაში ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როდესაც ნაცები იყვნენ, რამე სიუჯეტს თუ დაგვიბლოკავდნენ დავურეკავდით ეგრევე და არ იყო პრობლემა, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ საიდან მოხვდა მაგ ცუდ წრეში, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მე არ ვიცი “- განაცხადა შალვა ნათელაშვილი.
კომენტარები