მიხეილ სააკაშვილი “არჩევანთან” 2008 წლის მოვლენებს იხსენებს:
“მე მინდა შევახსენო ყველას, რამ შეაჩერა 2008 წელს ასი ათასიანზე მეტი არმია, იქ მოჰყვებოდა მათ 2000 ტანკი, 200 თვითმფრინავი თბილისის მისადგომებთან…. გარდა ქართული არმიის გმირული წინააღმდეგობისა, გარდა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოიშალა და საქართველო მთავრობა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, მთავარი, რამაც შეაჩერა, ეს იყო აშშ-ს ჩარევა, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა ჰუმანიტარული სამხედრო ამერიკული ოპერაცია პირველად ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და რუსებმა ამ გამოცხადებინან რამდენიმე წუთში შეწყვიტა ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს დედაქალაქზე.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული სარკოზი მრავალი საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ხელი მოეწერა საქართველოს კაპიტულაციაზე.
“სარკოზი მრავალი საათი მარწმუნებდა, რომ მომეწერა ხელი საქართველოს კაპიტულაციაზე, ყვიროდა, დახტოდა, მოწმეებიც მაინც იყვნენ ამისი, ვინც ესწრებოდა ამ საუბარს. და მე ვუთხარი, რომ არა. მაშინ ასე იქნებაო, მე ვუთხარი, იქნება და იქნება ჩემი სამშობლოს კაპიტულაციაზე ხელს არ მოვაწერთქო…
ეს რომ გავაკეთე, ამის შემდეგ უკვე სარკოზიმ დამპატიჟა ოფიციალური ვიზიტით, დიდი პატივით და მიმიღო, იმიტომ, რომ არავის არ უყვარს ქვეშაფსიები და წაწოლილი ელემენტები. პატივისცემას იმსახურებს შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ეს ყოველთვის ასეა”