თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემაში “არჩევანი” გააკეთა, სოციალური ქსელის გვერდზე ეხმიანება:
”ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს მაინც დავწერ – პასეს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ)
მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს”, – წერს თამარ ჩუგოშვილი.
კომენტარები