“ათეულობით მილიონი დოლარი არის დახარჯული იმაში, რომ მე და თქვენ ერთმანეთს კარგი თვალით არ ვუყურებდეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის ფუნქციაც სიძულვილი ენის გამოვლენა და მასზე შესაბამისი რეაგირება იქნება.
თენგიზ შარმანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს, სამმართველოს შექმნის შესახებ ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, შარმანაშვილის განცხადებით, ქვეყანაში „უცხო ქვეყნიდან მართული სიძულვილის კამპანიისთვის“ ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული, რადიკალურ ოპოზიციას კი გარე ძალები ხელისუფლებასთან ყოველგვარ კონსტრუქციულ კონტაქტსა და ურთიერთობას უკრძალავენ.
“ეს არის მაგალითი თუ სადამდე შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს უცხო ქვეყნიდან მართულმა და დაფინანსებულმა სიძულვილის მდგომარეობამ საქართველოში. ათეულობით მილიონი დოლარი არის დახარჯული იმაში, რომ მე და თქვენ ერთმანეთს კარგი თვალით არ ვუყურებდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ოპონირებას არ ვუწევდეთ ერთმანეთს. ეს ნორმალურია, მკვეთრ ოპონირებასაც უნდა ვუწევდეთ ერთმანეთს, მაგრამ არ ველაპარაკებოდეთ ერთმანეთს, აკრძალული გვქონდეს ერთმანეთთან ურთიერთობა [ეს არ არის ნორმალური], რასაც პირდაპირ უკრძალავენ რადიკალებს, რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯის გადმოდგმას უკრძალავენ.
ციხეში რომ არის მათი ხალხი, იქ რომ ვეუბნებით სწორი ნაბიჯი გადმოდგით და ამ პრობლემის აღმოფხვრა, თუნდაც პატიმრებთან დაკავშირებით, არ არის დიდი პრობლემა, იმასაც კი უკრძალავენ, საერთოდ კონტაქტს უკრძალავენ ხელისუფლებასთან. ეს სადღაც უნდა გაჩერდეს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
