Palitravideo-თვის ცნობილი ხდება, ბათუმში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა. ის, ბათუმში მცხოვრები 45 წლის როლანდ (როლიკა) დავითაძეა.
დანაშაული ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცი სალონში შესულ ცოლ-შვილს გარეთ ელოდებოდა, როდესაც მისი მისამართით 7-8-ჯერ გაისროლეს. როლანდ დავითაძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
“ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა… 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს” – ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.
