“მე ერთი თვეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუდმივ კავშირზე ვარ, ვთანამშრომლობ და ერთად ვიბრძვით ამ არჩევნებში და შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ მიხეილ სააკშვილი არათუ ერევა, პარტიის მიკრო მენეჯმენტის მართვაშიც არ ღებულობს მნაწილეობას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა “იმედის კვირა”-სთან განაცხადა.
“ეს პარტია სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მე გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები თბილისის მერი, რაიმე ფორმით ჩაერიოს ზოგადად.
მე ვიქნები დამოუკიდებელი მერი, დამოუკიდებელი ხელისუფლების გავლენებისგან და პარტიული გავლენებისგანაც”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა
კომენტარები