”წინ სწრაფად რატომ ვერ მივდივართ? – ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ?”, – “ვერსიას” შეკითხვას “ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პასუხობს:
”არა! რა, პოლიტიკოსი ბატკანია, რომელიც უნდა შეეწიროს? ამ ქვეყნის მეც ისეთივე მოქალაქე ვარ, როგორც _ სხვა და ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვისაზე მეტი არაა! რახან ტელევიზორში ვჩანვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი მევალება! რახან უფლებებში თანასწორნი ვართ, მაშინ მოვალეობებშიც თანასწორნი ვიყოთ!
ჩემს გამო საქართველოს ერთი ლარი არ დაუკარგავს! საქართველოში ჩემს გამო ერთი კაცი არ გამწარებულა და ჩემს გამო ქართულ სახელმწიფოს არაფერი დამუქრებია!
შეცდომა? – იმდენი დამიშვია, რამდენიც გინდა… შეცდომა შეგნებულად არასოდეს დამიშვია! დრო რომ გასულა, შეცდომად მერე ჩამითვლია, თორემ ღმერთია მოწმე, ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის არასოდეს მიღალატია!”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
წყარო: ვერსია