მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორ – ჯონ მაკკეინს სოციალური ქსელის პირად გვერდზე მიმართავს:
“მე და ჯონ მაკკეინი მყისიერად დავმეგობრდით მეოთხედი საუკუნის წინ, მაშინ როდესაც აშშ-ის სენატში გაცნობით სტაჟირებას გავდიოდი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, მას შემდეგ ჩვენ არაერთხელ ვეწვიეთ ერთმანეთს სახლში, მაშინ კი როდესაც რუსეთმა ჩვენი დაბომბვა დაიწყო და მთელი თავისი ჯარით შემოგვიტია, მან პირველმა დარეკა და მითხრა „მიშა- ეს ბრძოლაა, არც შენ და არც მე არასოდეს დავნებდებით“. მაიდანის პერიოდში მე მას ვთხოვე გადაედო სხვა ვიზიტები და კიევში ჩამოსულიყო, მან ასეც გააკეთა, შემდეგ დამირეკა და მადლობა გადამიხადა, მითხრა, რომ ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა მის ცხოვრებაში. ჩემს დიდებულ მეგობარს გუშინ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დღეს მე მინდა მას ვუთხრა „ჯონ- ეს ბრძოლაა და შენ არასდროს დანებდები“ , ყველას სახელით იბრძოლე.” – წერს სააკაშვილი.