შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკა შეიყვანეს და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა, რათა ხანძრების გაჩენის რისკების მართვა ეფექტიანად უზრუნველყოფილი იყოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყისა და ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
