უხვმა ნალექმა სენაკში პრობლემები შექმნა.
დაიტბორა კერძო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოები, საავტომობილო გზები. შეფერხებული იყო მოძრაობა სარკინიგზო ხიდის ქვეშ.
უხვი ნალექის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და მუნიციპალური სამსახური.
კომენტარები
