რეგიონული ტურნეს ფარგლებში გიორგი გახარიას პარტიის წევრებს შუახევში ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდა.
როგორც ადგილობრივმა განაცხადა, იგი ომის ვეტერანია. მან გიორგი გახარიას პოლიტიკა გააკრიტიკა და გახარიას პარტია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.
პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, ადგილობრივი დაინტერესდა, რას წარმოადგენს მათთვის ოჯახური ღირებულებები და რატომ არ დაუჭირეს მხარი პარლამენტში საკითხის განხილვას.
„თქვენ ხართ მოღალატე პარტიის წარმომადგენლები. ამ პარტიას უფლება არ აქვს, ამ მიწაზე იყოს. პარლამენტის წევრს არ რცხვენია, რომ მოღალატე პარტიას წარმოადგენ?! გახარიამ უღალატა ღირებულებას, მშვიდობას უღალატა!“, – განაცხადა ადგილობრივმა პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს.
კომენტარები
