NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, კერძოდ 77%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. 16%-სთვის კი მიუღებელია.
ნატო-ს მხარდამჭერთა რიცხვი 66%-ს შეადგენს, ხოლო 23%-ისთვის მიუღებელია, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კომენტარები