დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და CRRC-საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენენ. კვლევის პრეზენტაცია დღეს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, გაიმართება“, – აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დემოკრატიის განვითარებასთან, საარჩევნო პროცესებთან, თბილისის მერობის კანდიდატებთან, პარტიების მხარდაჭერასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.
„კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
NDI კვლევას პოლიტიკური ნაწილის შესახებ დღეს წარადგენს
2017/07/27 10:17:27
ნანახია: 1052 ჯერ