თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას სარკასტულად უპასუხა.
“კარგი, რა დროს მიხეილ სააკაშვილია? გაკოტრდა ეგ კაცი, გაკოტრდა”, – განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.
კომენტარები