„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ალეკო ელისაშვილის რეიტინგის აწევა და ამით მეორე ტურში უდუმაშვილის გაყვანა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაცია CRRC და უმეტესწილად მათ მიერ ჩატარებულ წინასწარ კვლევებს კონკრეტული მიზანი გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ალეკო ელისაშვილის რეიტინგის აწევა და ამით მეორე ტურში უდუმაშვილის გაყვანა. ამ შედეგების სხვაგვარი ახსნა წარმოუდგენელი და რეალობისგანაც საკმაოდ შორსაა. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მანიპულირება მოხდინონ CRRC-ის და NDI-ის თბილისის ოფისმა თავიანთი “კვლევებით”, ყველამ ვიცით, რომ კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია და თბილისი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის მის პირველივე ტურში გამარჯვებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.